ჩვენს შესახებ

დეტრა არის MEP საინჟინრო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტექნიკურად გამართულ, თანამედროვე და ეფექტურ გადაწყვეტებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ინოვაციურ მიდგომებს. ჩვენი ისტორია იწყება 2018 წლიდან, როცა ბაზარზე დავიმკვიდრეთ ადგილი მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით. ხარისხისა და პროფესიონალიზმის ზრდასთან ერთად, კომპანიამ ეტაპობრივად გააფართოვა სერვისები და დაამატა ელექტრო ინჟინერია, რითიც კიდევ უფრო გააძლიერა საკუთარი პოზიცია სექტორში. დღეს დეტრა მომხმარებლებს სთავაზობს სრულ MEP მომსახურებას პროექტირებას, შესრულებას და უკვე შესრულებული მიმართულებებისთვის სერვისის მომსახურების გაწევას.

ეს ყოველივე საშუალებას გვაძლევს შევქმნათ დასრულებული, შეთანხმებული და მაღალი სიზუსტით შესრულებული საინჟინრო სისტემები, ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის შენობებისთვის. დეტრაში ვმუშაობთ ერთი პრინციპით: ხარისხი, სიზუსტე და მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტირებულობა. ვქმნით საინჟინრო სისტემებს, რომლებიც მუშაობს გამართულად, ეკონომიურად და უსაფრთხოდ. ბევრწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ ის პარტნიორი, რომელსაც ენდობიან როგორც მცირე, ასევე მსხვილი პროექტების დამკვეთები. ინოვაციაზე, ხარისხზე და მდგრად გადაწყვეტილებებზე ჩვენი ერთგულება ქმნის ყველა პროექტის საფუძველს - კონცეფციიდან საბოლოო შედეგამდე.

Detra team working on engineering plans

ჩვენი გზა

rocket_launch

კომპანიის დაარსება (HVAC მიმართულება)

2018 წელი

drag_pan

გაფართოება ხანძარქრობის და წყალმომარაგების მიმართულებით

2018 წელი

domain

პირველი მასშტაბური პროექტი

2019 წელი

drag_pan

გაფართოება ელ. ინჟინერიის მიმართულებით

2021

drag_pan

გაფართოება საბითუმო გაყიდვების მიმართულებით

2024

drag_pan

გაფართოება სერვისის/მომსახურების მიმართულებით

2025

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა შევქმნათ თანამედროვე, ეფექტური და მაღალსტანდარტული საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც აუმჯობესებს შენობების ფუნქციონირებას, ზრდის ენერგოეფექტიანობას და უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს.

shield

სიზუსტე

ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია ტექნიკურ სიზუსტეზე, დეტალების კონტროლსა და პროფესიონალურ შეხედულებაზე.

lightbulb

ინოვაცია

ვმუშაობთ თანამედროვე მეთოდოლოგიებით, BIM სისტემებით და ტექნოლოგიებით, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ უფრო ჭკვიანი და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები.

groups

საიმედოობა

ვასრულებთ პირობებს, ვიცავთ ვადებს და ვგეგმავთ სისტემებს, რომლებიც მუშაობს გამართულად და ხანგრძლივად.

diamond

ხარისხი

ჩვენთვის ხარისხი არ არის შედეგი, ეს არის პროცესი, რომელიც იწყება პირველი ესკიზიდან და გრძელდება საბოლოო შესრულებამდე.

support_agent

მომხმარებელზე ორიენტირებულობა

ყოველ პროექტში ვიცავთ დამკვეთის საჭიროებებს, მიზნებსა და მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტა, არამედ მომხმარებლის კომფორტი, გამჭვირვალობა და მხარდაჭერა.

diversity_3

პასუხისმგებლობა

ვპასუხისმგებლობას ვიღებთ ყოველი გადაწყვეტილების შედეგზე, ეს ქმნის ნდობას, რომელიც ჩვენი საქმიანობის საფუძველია.

groups

გუნდური თანამშრომლობა

ჩვენი ძალა გუნდშია, პროფესიონალებში, რომლებიც ერთმანეთის ცოდნას აძლიერებენ, რათა მომხმარებელს მიაწოდონ საუკეთესო შედეგი.